მსოფლიო
”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალს კევინ ჰარტი წაიყვანს

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალს კევინ ჰარტი წაიყვანს

“გაიცანით ჩვენი ახალი წამყვანი”,- ნათქვამია განცხადებაში. თავად, კევინ ჰარტმა განაცხადა, რომ „ოსკარის“ ცერემონიის წაყვანა მისი ერთ-ერთი მიზანი იყო. კევინ ჰარტი 39 წლისაა.  მან კინოინდუსტრიაში კარიერა 2000 წელს დაიწყო, კერძოდ, მსახიობმა „ძალიან საშიშ ფილმში ითამაშა“. მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო ფილმი  „ჯუმანჯი“ იყო, რომელმაც 962 მილიონი დოლარი მიიღო. „ოსკარის“ ნომინანტები 2019 წლის 22 იანვარს გამოცხადდება, ხოლო ჯილდოს იმავე წლის 24 თებერვალს გადასცემენ. აშშ-ის კინემატოგრაფიის აკადემიამ მანამდე გამოაცხადა, რომ კალიფორნიის ხანძრის გამო დაჯილდოების ფორმატი შეიცვალა – ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს აღარ მისცემენ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის