საზოგადოება
„საქართველოში მორიგი ხავერდოვანი რევოლუცია ისე მშვიდობიანად არ დასრულდება, როგორც 2003 წელს“

„საქართველოში მორიგი ხავერდოვანი რევოლუცია ისე მშვიდობიანად არ დასრულდება, როგორც 2003 წელს“

არჩევნებამდე პერიოდი რთული იყო და არც არჩევნების შემდგომი პერიოდია ია-ვარდით მოფენილი. დაპირისპირება ღრმავდება და ერთი-მეორის მიყოლებით ხან ნიკა გვარამია იმუქრება, „დაგიხვრიტავთ კოჭებს“, ხან ვიგებთ, რომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა მოხდა, ხან ლალი მოროშკინა გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილის დაკვეთით იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მოკვლა და ამიტომაც ემოსა ვაშაძეს ჯავშანჟილეტი...სადამდე უნდა გაგრძელდეს დამარცხებულების აგრესიული ტონი და რევანშისტების გაღიზიანება?! ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.ზაალ ანჯაფარიძე: სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაპირისპირება?! გაგრძელდება მანამდე, სანამ „ნაციონალებსა“ და სააკაშვილს ექნებათ იმის იმედი და განცდა, რომ რევოლუციის მეშვეობით შეუძლიათ კიდევ ერთხელ ამოაყირავონ ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. სანამ მათ ამის მოთხოვნილება ექნებათ, ისინი ამას გააგრძელებენ. ეს განცდები, ეს მზაობა და ეს მოთხოვნილება პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია ხელისუფლება და რამდენად ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს ამ რთულ პერიოდში, რამდენად შეძლებს დაძაბულობის განმუხტვას. ეს ყველაფერი გაირკვევა 16 დეკემბრამდე დარჩენილ ორ კვირაში.მე ვფიქრობ, ამ პერიოდში ორივე მხარე უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდება იმაზე, მოქმედების რა სცენარი აირჩიოს. თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ მზად იქნება დიალოგზე, ოღონდ არა ვადამდელ... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის