მსოფლიო
პოროშენკომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა

პოროშენკომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა

პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და მათი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის. მისი თქმით, ისინი “უკრაინის ძლიერ მხარდაჭერებად იქცნენ”. “მაგრამ, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, როცა დასავლელი პარტნიორები მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, პუტინი მოქმედებს”, – განაცხადა პოროშენკომ. “ჩვენ ასევე უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ვიმოქმედოთ”, – დასძინა მან და განმარტა, რომ “მოქმედება ომის დაწყებას არ ნიშნავს”. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის