მსოფლიო
პომპეო: აშშ და NATO-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

პომპეო: აშშ და NATO-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

“აშშ და NATO-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც NATO-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ.” – ამის შესახებ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. აღსანიშავია, რომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის