მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს ვუჭერთ დეკლარაციას, რომელიც ნატო-ში საქართველოს მომავალს ადასტურებს

სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს ვუჭერთ დეკლარაციას, რომელიც ნატო-ში საქართველოს მომავალს ადასტურებს

“აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის