მსოფლიო
ამერიკელი მსახიობი, ფილიპ ბოსკო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, ფილიპ ბოსკო გარდაიცვალა

მისი თქმით, მიზეზი  გართულებული დემენცია იყო. მსახიობი 88 წლის იყო. ბოსკო 1930 წელს ჯერსის სიტიში დაიბადა, მამამისი გასართობ პარკში მუშაობდა, ხოლო დედა – პოლიციაში. 1985 წელს მან  კინოს კარიერა დაიწყო. ბოსკომ ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „სამი მამაკაცი და ბავშვი“, „მე და ჩემი ჩრდილი“, „პირველი ცოლების კლუბი“, „კეიტი და ლეო“. ბოსკოს სამსახიობო კარიერა 2010 წელს დასრულდა. მას შვიდი შვილი და თხუთმეტი შვილიშვილი დარჩა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის