მსოფლიო
15 დეკემბერს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება

15 დეკემბერს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება

15 დეკემბერს, კიევში გაიმართება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი საეკლესიო კრება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

"კრება 15 დეკემბერს წმ. სოფიას ტაძარში გაიმართება. ეს ტაძარი საუკუნეების მანძილზე უკრაინის საეკლესიო ცხოვრების ცენტრი იყო," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კრება აირჩევს გაერთიანებული ეკლესიის მეთაურს, რომელიც შემდგომ მსოფლიო საპატრიარქოსგან ტომოსს (ეკლესიის დამოუკიდებლობის სიგელი) მიიღებს. და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საბოლოოდ გამოცხადდება დამოუკიდებლად.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის