მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

“რუსეთმა დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები უნდა გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები და ტკივილი დროთა განმავლობაში გაიზრდება”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბრიფინგის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „და ბოლოს, რაც მინდა ვთქვა. ვფიქრობ, რუსები ამ გზავნილს მიიღებენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ აკეთებენ, ნათლად უნდა ვთქვათ, რომ სანამ ისინი უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებენ, უფრო მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთ. მათ უნდა გაათავისუფლონ ეკიპაჟი, დააბრუნონ ხომალდი, აღნიშნულ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით “, – დასძინა მან. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის