საზოგადოება
"ამბობდნენ ჯვარი უნდა დავიწეროთო..." - ვინ არის სამირ სავჩუკის საყვარელი ქალი, რომელსაც ცხედარი დასამარხად არ მისცეს

"ამბობდნენ ჯვარი უნდა დავიწეროთო..." - ვინ არის სამირ სავჩუკის საყვარელი ქალი, რომელსაც ცხედარი დასამარხად არ მისცეს

რამდენიმე დღის წინ ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. სამირის მძიმე ცხოვრების გამო, საზოგადოებას სურდა მისი სამოქალაქო პანაშვიდი და დაკრძალვა თბილისში გაიმართულიყო მაგრამ, როგორც აღმოჩნდა სამირის ცხედარი მამამინაცვალმა ჭიათურაში გადაასვენა და დაკრძალა.

არადა როგორც არმოჩნდა, სამირის ცხედარს პროზექტურასთან ორი მხარე ეცილებოდა ერთმანეთს. მამობილი და ქალი, კარინა დარახჩევა, რომელთან ერთადაც სამირი ბოლო წლები ცხოვრობდა. თუმცა, საბოლოოდ სამირის გვამი მამობილს ერგო, რომელმაც მომღერალი ჭიათურაში დაკრძალა.

"მარინას ეძახდნენ კარინა დარახჩევას. ქალბატონი მარინა, ფაქტობრივად, სამირის სიცოცხლის მოამაგეა. მისი დამსახურბაა, რომ აქამდე იცოცხლა. ყოველდღე სვამდა და მარინას ფაქტობრივად სახლში ხელით მიჰყავდა. ერთხელ "მეგობრებმა" ტელეფონი მოპარეს. მარინამ უყიდა ახალი ტელეფონი, ბეჭედი მოიხსნა თითიდან და დაალომბარდა. როგორც ვიცი, იმ ლომბარდის თანხას ახლაც იხდის. მარინა სამირზე 10-12 წლით უფროსი იყო და თან არ არის ჯანმრთელი. ეუბნებოდა, რამე თუ დამემართება, ეს ბინა შენი გახდებაო. გარდაცვლილს არანაირი ქონება არ დარჩა, გარდა განუყრელი გიტარისა, რომელიც ასევე მარინამ უყიდა განვადებით. ვერ მოასწრო თორემ მარინაზე უნდა ექორწინა. ამბობდნენ ჯვარი უნდა დავიწეროთო.

მარინამ საღამოს სახლში მიიყვანა მთვრალი. ძლივს ავიყვანე და დავაწვინეო, ამბობს. ელოდა მის გაღვიძებას, მაგრამ, რომ აღარ გაიღვიძა, შეანჯღრია და... მერე სასწრაფოს დაუძახა. სასფრაფომ დაადგინა სიკვდილი და დაუძახა პატრულს. სამირს ბოლო დროს თურმე ხშირად ესიზმრებოდა გარდაცვლილი დედობილი, რომლისგანაც კარგი არაფერი ახსოვდა. შფოთავდა ამის გამო, არანაირი სიახლოვე არ სურდა მასთან. ამიტომ მიუბრუნდა სმას, რომელიც ბოლო ორი თვე მიტოვებული ჰქონდა..." - ამბობს სამირის მეგობარი ჟურნალ "სარკესთან".

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის