სხვადასხვა
ჩრდილოეთ კორეის ცნობილი ტელეწამყვანი ქალი ეკრანიდან გაუჩინარდა

ჩრდილოეთ კორეის ცნობილი ტელეწამყვანი ქალი ეკრანიდან გაუჩინარდა

ჩრდილოეთ კორეა , ალბათ, თითოეულ ჩვენგანში მისი ლიდერის კიმ ჩენ ინის ასოციაციას იწვევს. კიმ ჩენ ინთან ერთად აუცილებლად გაგახსენდებათ, მუდამ მშვიდი სახით მოსაუბრე ტელეწამყვანი, რომელიც ათეულობით წელია ტელეეკრანზე ჩანს.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 75 წლის რი ჩუნ-ჰი ტელეეკრანს ჩამოშორდა და მისი ადგილი ახალგაზრდებმა დაიკავეს.

როგორც სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს სურს, მსოფლიოს დაანახოს, რომ თანამედროვეობას უწყობს ფეხს. ლეგენდარული ტელეწამყვანის ადგილი რამდენიმე ახალგაზრამ დაიკავა.

40 წელზე მეტია, ლი ჩუნ ჰი კორეის ცენტრალური ტელევიზიის ეკრანი არ დაუტოვებია.

ის 1943 წელს, კანვონდოს პროვინციაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჟურნალისტების მიერ მოძიებულ მასალებში აღნიშნულია, მისი კარიერა მისი წარმომავლობის დამსახურებაა.

ფხენიანის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა კორეის ცენტრალურ ტელევიზიაში დაიწყო.

38 წლის განმავლობაში ის ტელევიზიის შეუცვლელი კადრი იყო. გარდა დიქტორობისა, ტელევიზიის მთავარი დირექტორის პოსტიც ეკავა.

2012 წლის იანვარში, ის პენსიაზე გავიდა, თუმცა მიუხდედავად ამისა, ტელევიზიის ახალი წამყვანების მომზადებაში, დღემდე აქტიურად არის ჩართული.

ჩრდილოეთ კორეის არცერთი ლიდერის ცოლსაც კი არ მიუღწევია მაღალი საჯარო პოპულარობისა და თანამდებობისთვის. ლი ერთადერთი ქალია, რომელმაც მაღალი პოზიციის დაკავება შეძლო და საკუთარ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის ქალის იმიჯად აღიქმება.

მას არასოდეს უსწავლია ჟურნალისტიკა და როგორც ამბობენ, თეატრალურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დაეხმარა მისი სტილისა და იმიჯის მორგებაში.

ლი ჩინ ჰი ცნობილია მისი ექსპრესიული ხმით, ინფორმაციის მხატვრულად წაკითხვით.

„მას ძალიან აგრესიული ხმა აქვს და როგორც ჩრდილოკორეელები ამბობენ , ამ ხმით შეუძლია გაავსოს ეკრანი… მისი ხმა იდეალურია იმის სათქმელად, რომ ბალისტიკური რაკეტა ან ბირთვული იარაღი გზაშია... ასეთი მეორე არ სებობს“ - ჰყვებიან ჩრდილოეთ კორეის ის მაცხოვრებლები, რომლებმაც ფხენიანიდან გაქცევა და სამხრეთში გადასვლა მოახერხეს.

რაც ყველამ ვიცით, არის ის, რომ მისი საყვარელი ფერი ვარდისფერია. ჩვეულებრისამებრ, ახალ ამბებს, სწორედ ვარდისფერ ტანსაცმელში ჩაცმული კითხულობს. თუმცა, ტელეწამყვანი დაფიქსირებულა სხვა ფერის ტანისამოსშიც. ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დამფუძნებლის კიმ ირ სენის გარდაცვლების გამოცხადებისას, მას შავი ტანსაცმელი ეცვა, ცნობა კი ემოიცურად, აცრემლებულმა გამოაცხადა. თხუთმეტი წლის შემდეგ, ის კვლავ შავებში გამოცხადდა და კვლავ ატირდა მაყურებლის წინაშე, მაშინ როცა კიმ ჩენ ირს ბოლო გზაზე აცილებდნენ.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის