მსოფლიო
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზადაა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზადაა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური იგორ ვორონჩენკო მზადაა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. როგორც ვორონჩენკომ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში გემებს გაგზავნიან, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუმცა, მან ნატო-ს მოუწოდა შავ ზღვაში კონტინგენტი გაზარდოს. „გული მისკდება, როდესაც ვხედავ ჩემს სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულები. 2003 წლის შეთანხმებით, აზოვის ზღვაში ხომალდების შესვლის ნებართვა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა გასცენ. ამიტომ, უკრაინას რომც უნდოდეს, ამერიკული ხომალდები აზოვის ზღვაში ვერ მოხვდებიან“, - განაცხადა ვორონჩენკომ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის