სხვადასხვა
ლედი გაგამ ბრედლი კუპერზე 12 ინტერვიუში ერთიდაიგივე ილაპარაკა (ვიდეო)

ლედი გაგამ ბრედლი კუპერზე 12 ინტერვიუში ერთიდაიგივე ილაპარაკა (ვიდეო)

ლედი გაგას სადებიუტო ფილმს A Star is Born დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ კინოდაჯილდოებებზე. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა და ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი და მომღერალი ლედი გაგა ასრულებენ. გაგა ყოველი ინტერვიუსისას თუ საჯარო გამოსვლისას განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბრედლი კუპერს, თუმცა აუცილებლად შენიშნავთ ერთ მომენტს: ლედი გაგა მუდამ ერთიდაიგივე სიტყვებს იმეორებს.

მისი ყოველი გამოსვლა იწყება სიტყვებით: "შესაძლოა, ოთახში იყოს 100 ადამიანი და 99-ს შენი არ სჯეროდეს, მაგრამ შენ გჭირდება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შენი სჯერა და ეს იყო ბრედლი" .
ინტერნეტში დათავლეს და ეს წინადადება, მან 12 ინტერვიუში გაიმეორა. თუ არ გჯერათ, თვითონ ნახეთ.



წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის