მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

საფრანგეთში საწვავზე გადასახადი 2019 წელს არ გაიზრდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა. როგორც ფილიპმა აღნიშნა, "არც ერთი გადასახადი არ ღირს იმათ, რომ ერის ერთიანობას საფრთხე შეექმნას". "მთავრობა მზადაა დიალოგისთვის და ის ამას აჩვენებს, რადგან გადასახადების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ამოვიღეთ", - განაცხადა ფილიპმა. ცნობისთვის, საწვავის გაძვირების გამო, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები შეტაკებებსა და დარბევებში გადაიზარდა. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხოლო აქციის მონაწილეები ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ. სულ აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 4 დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის