პოლიტიკა
ლევან იზორია: წელს,პირველად შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20% მივმართეთ

ლევან იზორია: წელს,პირველად შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20% მივმართეთ

თავდაცვის მინისტრი უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა – ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან „არმიჰოლში“ ისაუბრა. ლევან იზორიამ მოხსენებაში დეტალურად მიმოიხილა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. მან ასევე ისაუბრა ტოტალური თავდაცვის სისტემისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მეშვეობით თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე. თავის გამოსვლაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რაციონალური გადანაწილებაა. “წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს პირველ რიგში ნატოს სტანდარტების რეალიზებას უკავშირდება. წელს, პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20%, რის საფუძველზეც ვყიდულობთ ისეთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“. თავის გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, სამხედრო სწავლებებზე და წვრთნებზე. მოხსენების დროს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს. თავდაცვის მინისტრის ანგარიში ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიცია ეროვნული გვარდია, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური რესურსების მართვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის