საზოგადოება
შეკვეთილში მგლებმა მსხვილფეხა ცხოველები დაგლიჯეს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შეკვეთილში მგლებმა მსხვილფეხა ცხოველები დაგლიჯეს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შეკვეთილში მგლების მომხრავლების გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. მოსახლეობის თქმით, მგლებმა მსხვილფეხა საქონელი და ძაღლიც კი დაგლიჯეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, მგლების ლიკვიდაციის უფლების მინიჭებისთვის შესაბამისი მიმართვა გაკეთდა.

„დღეის მდგომარეობით, ნატანებში არის ამ მიმართულებით რთული სიტუაცია, იმიტომ, რომ არის მგელი მომრავლებული. მგელის ლიკვიდაციას სჭირდება შესაბამისი დოკუმენტაციები და ლიცენზიები. ლიცენზია მოპოვებული აქვს უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ მგლებზე მონადირეთა ჯგუფს. ინფორმაციაც მიწოდებული გვაქვს, ერთი მგლის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა. იმედია, უახლოეს მომავალში განიმუხტება სიტუაცია,“ - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან ბაქანიძე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის