სპორტი
ტუხელი ზედიზედ მეორე ფრეს გამოეხმაურა

ტუხელი ზედიზედ მეორე ფრეს გამოეხმაურა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, "სტრასბურგთან" გუშინდელ მატჩზე ისაუბრა. "პსჟ" "სტრასბურგთან" მატჩზე ისე ვერ განეწყობა, როგორც "ლივერპულის" წინააღმდეგ. გუნდისგან ამას არ ველოდები. ისევე, როგორც "ბორდოსთან" შეხვედრაში, მძიმედ ვუტევდით. საკმაოდ რთული იყო თავისუფალი სივრცეების ნახვა და მეტოქის კონტრშეტევების გაკონტროლება. "სტრასბურგი" დიდი ძალებით იცავდა თავს და გულშემატკივრების კარგი მხარდაჭერის ფონზე მოახერხა კარგი შედეგის მოპოვება", - განაცხადა 45 წლის გერმანელმა სპეციალისტმა. პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში საწყისი 14 მატჩი მოიგო და ყველა დროის რეკორდი დაამყარა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა. "ბორდოსთან" ფრის (2:2) შემდეგ "პსჟ-მ" სტუმრად ვერც "სტრასბურგი" დაამარცხა (1:1). თუმცა პარიზელები ლიგა 1-ს 44 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და "ლილს" 14 ქულით უსწრებენ. ასევე იხილეთ: როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში? კუპატაძის სასწაულები! - ქართველმა მეკარემ გუშინ არარეალური ბურთები მოიგერია [VIDEO] პრემიერ ლიგის მე-5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის