სპორტი
სარი: "სიტი ჩვენზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას"

სარი: "სიტი ჩვენზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "ვულვერჰემპტონთან" გუშინდელი მარცხი (1:2) შეაფასა. "ამ მომენტისთვის "მანჩესტერ სიტი" ჩვენზე ერთი თავით მაღლა დგას. ოთხეულში მოსახვედრად საკმაოდ რთული ბრძოლა გველის. დღევანდელი შედეგი კი ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. ჩემი ბოლო სეზონი იტალიის ჩემპიონატში 91 ქულით წავაგე. სწორედ ამიტომ კარგად მესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საჭირო ქულების დაგროვება. "სიტი" ევროპაში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. მათ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვთ, მაგრამ იქ ბევრი რამ არის დამოკიდებული დეტალებზე. მათ გასულ სეზონშიც მთავარ ფავორიტებად მივიჩნევდი, მაგრამ არაშესაფერის მომენტში გამართულმა ორმა წარუმატებელმა მატჩმა ყველაფერი შეცვალა", - განაცხადა 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა. "არისტოკრატებმა" გუშინდელი მარცხის შემდეგ 31 ქულით ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ ლიდერ "სიტის" უკვე 10 ქულით ჩამორჩნენ. ლონდონური კლუბი "მანჩესტერ სიტის" ამ უქმეებზე საკუთარ მოედანზე შეხვდება. მატჩი 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 21:30 საათზე, გაიმართება. ასევე იხილეთ: როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში? კუპატაძის სასწაულები! - ქართველმა მეკარემ გუშინ არარეალური ბურთები მოიგერია [VIDEO] პრემიერ ლიგის მე-5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის