სპორტი
ბრწყინვალე დაცვა - ლივერპულმა პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა

ბრწყინვალე დაცვა - ლივერპულმა პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა

"ლივერპული" ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავს შესანიშნავად იცავს და ისტორიულ შედეგსაც მიაღწია. ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში იურგენ კლოპის გუნდმა გუშინ გასვლაზე "ბარნლი" 3:1 დაამარცხა და პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა. "წითლებმა" ინგლისის პრემიერ ლიგის საწყის 15 თამაშში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვეს და ტურნირის ისტორიაში ამ ეტაპზე ამაზე ცოტა ბურთი არცერთ გუნდს არ გაუშვია. ანალოგიური შედეგი ინგლისის უმაღლესი ლიგის ისტორიაში სულ სამჯერ დაფიქსირდა: "მანჩესტერ იუნაიტედი" (1985-86), "არსენალი" (1990-91) და "ჩელსი" (2004-05). ამ მომენტისათვის მერსესაიდული გრანდი 39 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "სიტის" 2 ქულით ჩამორჩება. ასევე იხილეთ: როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში? კუპატაძის სასწაულები! - ქართველმა მეკარემ გუშინ არარეალური ბურთები მოიგერია [VIDEO] პრემიერ ლიგის მე-5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის