სპორტი
პოჩეტინო: "3:0-ს შემდეგ თამაშიდან გამოვეთიშეთ"

პოჩეტინო: "3:0-ს შემდეგ თამაშიდან გამოვეთიშეთ"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, "საუთჰემპტონთან" გამარჯვება (3:1) შეაფასა. "მძიმე მატჩი გამოდგა. ბოლო 30 წუთის განმავლობაში მეტოქეს უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნის უფლება მივეცით, ვიდრე წინა მატჩში "არსენალმა" მთელი 90 წუთის განმავლობაში შექმნა. დიახ, 3:0-ზე კონცენტრაცია დავკარგეთ. "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა იფიქრეს, რომ თამაში უკვე დასრულდა. ასეთი მიდგომა ძალიან სახიფათოა, როდესაც საფინალო სასტვენამდე ამდენი დროა დარჩენილი. ცხადია, უგო ლორისი გახდა მატჩის გმირი, ვინაიდან მან მაშინ გააკეთა არანორმალური სეივები, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა", - განაცხადა პოჩეტინომ. "დეზებმა" 33 ქულა დააგროვეს და მე-3 ადგილზე გადავიდნენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის