საზოგადოება
2000 ადამიანი უმუშევარი რჩება - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

2000 ადამიანი უმუშევარი რჩება - რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, იანვრიდან შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს, ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ4“ ავრცელებს. შესაძლოა უმუშევარი დარჩეს 2 000 ადამიანი. აღნიშნულზე ქარხანაში ოფიციალური განცხადება არ კეთდება.

„ტვ4“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ღუმელი ქარხანაში ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და საწარმო სრულად მუშაობას სავარაუდოდ 15 იანვარს შეწყვეტს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის