პოლიტიკა
სერგეი ლავროვი - ვუსურვებთ სალომე ზურაბიშვილს იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი

სერგეი ლავროვი - ვუსურვებთ სალომე ზურაბიშვილს იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი

რუსეთი მზადაა თბილისთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ურთიერთობები განავითაროს- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ჩვენ ვუსურვებთ სალომე ზურაბიშვილს იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი, აკეთოს ის რაც კარგი და სასარგებლო იქნება მთლიანად ერისთვის. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას, ჩვენ გვინდა თბილისთან ვითარების ნორმალიზება და კარგი ურთიერთობა. ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ლავროვი ზურაბიშვილისგან სიგნალებს, ლავროვმა უპასუხა, რომ მედიამ ეს კითხვა ახლადარჩეულ პრეზიდენტს უნდა დაუსვას. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბიშვილის პარტნიორი იყო რთულ მოლაპარაკებებში რომელიც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას ეხებოდა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის