მსოფლიო
"Единая Россия"-მ მე-18 ყრილობაზე "ქცევის კოდექსი" მიიღო

"Единая Россия"-მ მე-18 ყრილობაზე "ქცევის კოდექსი" მიიღო

7-8 დეკემბერს რუსეთში, პუტინის პარტიის "Единая Россия"-ს მე-18 ყრილობა იმართება. ერთერთი საკითხი, რომელზეც პარტიის ყრილობამ გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის წევრთა "ქცევის კოდექსია".

კოდექსის თანახმად, პარტიის წევრი ვალდებულია იყოს:

"- თავმდაბალი;

- თავშეკავებული საზოგადოებაში;

- საკუთარი ღირესბა უნდა დაიცვას კანონიერი მეთოდებით;

- თავად დატოვოს პარტია "უკანონო და ამორალური საქციელის ჩადენის შემთხვევაში';

- ყურადღებით და პატივისცემით მოეკიდოს ადამიანებს და მათ პრობლემებს;

- დაიცვას მოქალაქეთა უფლებები;

- დაეხმაროს რუსეთის მოქალაქეებს რთული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში;

- იყოს შეურიგებელი რუსეთის ისტორიის დამახინჯების, ტრადიციების შელახვისა და კულტურისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების მიმართ;

- პასუხი აგოს საკუთარ სიტყვებზე."

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის