სპორტი
ნიცა ბალოტელის არ დაიტოვებს

ნიცა ბალოტელის არ დაიტოვებს

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის, ახალი კლუბი აქვს საპოვნელი. "ნიცას" პრეზიდენტმა, ჟან-პიერ რივერმა, მარიოს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. "ახალი კონტრაქტი ? არა, ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ შეწყდება", - განმარტა რივერმა. 28 წლის იტალიელი ფრანგულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში დატოვებს. ბალოტელიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის