სპორტი
სარი ნაპოლის კიდევ ერთ მოთამაშეს უმიზნებს

სარი ნაპოლის კიდევ ერთ მოთამაშეს უმიზნებს

ჟორჟინიოს შემდეგ მაურუციო სარის ლონდონის "ჩელსიში" შესაძლოა კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე შეუერთდეს. "Calciomercato" იტყობინება, რომ "ნაპოლის" განაპირა მცველი, ელსიდ ჰისაი, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ტრანსფერი პირადად სარის ინიციატივაა. ლონდონური კლუბი ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, რომ "ნაპოლის" მიერ დასახელებული ღირებულება, 45 მილიონი ევრო, შეამციროს. იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 24 წლის ალბანელმა 13 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის