მსოფლიო
სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა

სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა

ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო ბრძანების მიღებიდან რამდენიმე დღეში დააკავონ. ქოჩარიანის სასამართლო სხდომა არ ყოფილა. მისმა ადვოკატმა რუბენ სააკიანმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი პასუხისმგებლობას არ გაექცევა. რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. ის ივლისის ბოლოს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. 26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების ფარგლებში მას ბრალი კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევის საქმეზე წაუყენეს (სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის პირველი ნაწილი). 2008 წლის თებერვალსა და მარტში სომხეთში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 1 მარტს, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეტაკებისას მინიმუმ რვა დემონსტრანტი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დასრულდა, რაც ქოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ის ძალაში 2 მარტს შევიდა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის