საზოგადოება
გლდანის რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გლდანის რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 8 დეკემბერს გლდანის რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, ნიკოლოზ შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის