სპორტი
ოფიციალურად: 6 ერს ახალი მთავარი სპონსორი ჰყავს

ოფიციალურად: 6 ერს ახალი მთავარი სპონსორი ჰყავს

6 ერის გათამაშებას, ამიერიდან ახალი მთავარი სპონსორი ეყოლება. ევროპის ყველაზე პოპულარული სარაგბო ტურნირის უმთავრესი მხარდაჭერი, ლუდის გლობალური ბრენდი "გინესი" იქნება. აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო ჩემპიონატის პრო 14-ის სპონსორია და შესაბამისად, 6 ერში შემავალი ოთხი კავშირის: ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის პარტნიორია. ისევე როგორც, უძლიერესი კლუბების: "ლენსტერის" და "მანსტერის". გინესი, 6 ერის მთავარი სპონსორი ექვსი წლის განმავლობაში იქნება. გასული გათამაშების მთავარი სპონსორი ვესტმინსტერის ნაციონალური ბანკი გახლდათ. თავად ტურნირი კი, ირლანდიის დიდი სლემით (ანუ ყველა მატჩი მოიგო) გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 6 ერი 2 თებერვალს საფრანგეთის და უელსის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის