სპორტი
რატომ აღარ ათამაშებს მოურინიო ფრედს?

რატომ აღარ ათამაშებს მოურინიო ფრედს?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, გუნდში ფრედის მდგომარეობა შეაფასა. "როდესაც გუნდი უფრო დაცვიდან თამაშობს ცენტრში არ სჭირდება ნახევარმცველი, რომელიც ბალანსს ქმნის და უფრო მეტად შეტევაზე ზრუნავს. ფრედის შესაძლებლობები რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ", - განმარტა "განსაკუთრებულმა". "წითელმა ეშმაკებმა" 25 წლის ბრაზილიელი ცენტრი ამ ზაფხულს დონეცკის "შახტარიდან" 52 მილიონ გირვანქა-სტერლინგად შეიძინეს. ფრედმა ახალი სეზონი ეგრევე ძირითადში დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მოურინიო მას აღარ ენდობა და ძირითადად თადარიგში ტოვებს. ასევე იხილეთ: მეორე ტაიმის გუნდი - ტაქტიკა, რომლის ანალოგი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება სკაუტი, რომელმაც აღმოაჩინა მოდრიჩი, მბაპე და იკარდი - ის მჭედლიძის ემპოლიში მუშაობს 10 ვეტერანი, რომელმაც 2018 წელს კარიერა დაასრულა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის