სპორტი
სერიოზული დანაკლისი - აგუერო ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს

სერიოზული დანაკლისი - აგუერო ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მთავარ შეხვედრას საკადრო პრობლემით ხვდება. ლონდონის "ჩელსისთან" მნიშვნელოვან მატჩს "ქალაქელების" ცენტრალური თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, გამოტოვებს. სერხიომ გუნდის ვარჯიშზე მიიღო დაზიანება და "უოტფორდთან" ბოლო მატჩი (2:1) გამოტოვა. დღეს კი პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ აგუერო ხვალეც ვერ ითამაშებს. 30 წლის არგენტინელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ჩელსისა" და "სიტის" დაპირისპირება "სტემფორდ ბრიჯზე" ხვალ, ჩვენი დროით 21:30 საათზე, გაიმართება. ასევე იხილეთ: მეორე ტაიმის გუნდი - ტაქტიკა, რომლის ანალოგი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება სკაუტი, რომელმაც აღმოაჩინა მოდრიჩი, მბაპე და იკარდი - ის მჭედლიძის ემპოლიში მუშაობს 10 ვეტერანი, რომელმაც 2018 წელს კარიერა დაასრულა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის