სპორტი
რონალდო კრიშტიანუზე: "ვინ არის ჩვენს შორის ნამდვილი რონალდო?"

რონალდო კრიშტიანუზე: "ვინ არის ჩვენს შორის ნამდვილი რონალდო?"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რონალდომ იგივე "ფენომენმა", კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაზე კომენტარი გააკეთა. "საუბრები იმაზე თუ ვინ არის ჩვენს შორის ნამდვილი რონალდო, ყოველთვის მართობდა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ეს სრული უაზრობაა. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. პირველ რიგში, განსხვავება ასაკშია. 9 წლის წინ სულ სხვა დრო იყო - ფეხბურთი ბოლო წლებში სერიოზულად იცვლება. არ ვამბობ, რომ მე უფრო რთულ ეპოქაში მომიწია თამაში, უბრალოდ მე და კრიშტიანუ რადიკალურად განსხვავებულ პრობლემებს შევხვდით და სულ სხვა გუნდების ღირსებებს ვიცავდით", - განაცხადა "კიჭამ". რონალდომ საფეხბურთო კარიერა 1993 წელს "კრუზეიროში" დაიწყო, შემდეგ კი ევროპაში იმოგზაურა: "პსვ", "ბარსელონა", "ინტერი", "რეალი", "მილანი" და ბოლოს "კორინთიანსში" ასპარეზობდა. "ფენომენმა" ბრაზილიის ნაკრების მაისურით 98 თამაშში 62 გოლი გაიტანა და 2002 წელს მსოფლიო თასი მოიპოვა. რონალდომ 1997 და 2002 წლებში ოქროს ბურთიც მოიგო. ლეგენდარული თავდამსხმელი ულამაზესი სათამაშო სტილითა და საოცარი ტექნიკით გამოირჩეოდა, მაგრამ მასზე მუხლის სერიოზულმა ტრავმებმა ცუდი გავლენა იქონიეს. ასევე იხილეთ: მეორე ტაიმის გუნდი - ტაქტიკა, რომლის ანალოგი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება სკაუტი, რომელმაც აღმოაჩინა მოდრიჩი, მბაპე და იკარდი - ის მჭედლიძის ემპოლიში მუშაობს 10 ვეტერანი, რომელმაც 2018 წელს კარიერა დაასრულა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის