პოლიტიკა
ბოკუჩავა: შედეგებს არ ვცნობთ, რადგან დემოკრატიული არჩევნების არცერთი პრინციპი არ იყო დაცული

ბოკუჩავა: შედეგებს არ ვცნობთ, რადგან დემოკრატიული არჩევნების არცერთი პრინციპი არ იყო დაცული

“არჩევნების აღიარება ან არაღიარება ხდება ერთჯერადად და ჩვენც გავაკეთეთ ეს. რაც შეეხება არჩევნების შემდგარობის ან არშემდგარობის საკითხს, არჩევნები ასევე ტარდება რუსეთშიც. პუტინიც ატარებს ე.წ. არჩევნებს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ზიან. ასე, რომ სრულიად ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი ტარდება ფორმალურად არჩევნები, გარკვეულწილად კომუნისტური პარტიაც კი ატარებდა. მაგრამ მთავარია ის, რამდენად ასახავს დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ნებას და რამდენად ჰქონდათ ადამიანებს, რომ თავიანთი არჩევანი ზეწოლის, შიშის გარეშე გაეკეთებინათ და ხმის ფარულობის შედეგად. არცერთი პრინციპი, რომელიც ჩამოვთვალე ამ არჩევნებზე დაცული არ იყო. შესაბამისად, ჩვენ ვერ და არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ გადაწყვეტილების ანატომია არის ეს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის