პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლიდან ბოიკოტის რეჟიმშია

ბექა დავითულიანი: “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლიდან ბოიკოტის რეჟიმშია

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. დავითულიანის განმარტებით, ახალ პრეზიდენტს 60%-იანი ლეგიტიმაცია აქვს და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები. “2012 წლიდან მოყოლებული ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს ყველა კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესს. საქართველოს ჰყავს 60%-იანი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ფაქტი. მალე საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ შეუძლიათ ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ”- განაცხადა ბექა დავითულიანმა .
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის