პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა

თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა

თამარ ჩუგოშვილმა ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას. „პარლამენტის სახელით დავაფიქსირე სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პრეზიდენტ  ბუშის, მამა ბუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი  ბუში  ამერიკის  ის პრეზიდენტი იყო, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში. ის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და შესაბამისად, ეს ჩვენგან სიმბოლური ჟესტია მის მიმართ ჩვენი პატივისცემის დაფიქსირებისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის