სპორტი
დე იონგის პსჟ-ში გადასვლა ტყუილია? აგენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

დე იონგის პსჟ-ში გადასვლა ტყუილია? აგენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ტალანტის, ფრენკი დე იონგის, აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. "ჯერ არანაირი შეთანხმება არ არის. ფრენკი სეზონის ბოლომდე "აიაქსში" დარჩება და ამას 100%-იანი გარანტიით გეუბნებით", - განმარტა ფრენკის წარმომადგენელმა. დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ჰოლანდიელმა ცენტრმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა ისურვა და პარიზული კლუბი მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ტალანტზე ევროპაში ნადირობა მიმდინარეობს - დე იონგით კატალონიის "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდებიან. ასევე იხილეთ: მეორე ტაიმის გუნდი - ტაქტიკა, რომლის ანალოგი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება სკაუტი, რომელმაც აღმოაჩინა მოდრიჩი, მბაპე და იკარდი - ის მჭედლიძის ემპოლიში მუშაობს 10 ვეტერანი, რომელმაც 2018 წელს კარიერა დაასრულა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის