სპორტი
აგენტი: "ჟოზე მანჩესტერს არ დატოვებს!"

აგენტი: "ჟოზე მანჩესტერს არ დატოვებს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს, წარმომადგენელმა, ჟორჟე მენდეშმა, პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალზე ისაუბრა. "ბევრი ჭორი დაიწერა, რომ თითქოს ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ეს სრული სიცრუეა. ჟოზე კლუბში ძალიან ბედნიერია და კლუბი მისით კმაყოფილია. მას "იუნაიტედთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და სრულიად ახალი, პერსპექტივაზე გათვლილი, გუნდის აშენებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა მენდეშმა. "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონში უჭირთ და 15 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში 23 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებენ. ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი მანჩესტერულ გრანდთან 2020 წლამდეა გათვლილი. ასევე იხილეთ: მეორე ტაიმის გუნდი - ტაქტიკა, რომლის ანალოგი პრემიერ ლიგაში არ მოიძებნება სკაუტი, რომელმაც აღმოაჩინა მოდრიჩი, მბაპე და იკარდი - ის მჭედლიძის ემპოლიში მუშაობს 10 ვეტერანი, რომელმაც 2018 წელს კარიერა დაასრულა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის