სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე: თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა

გიორგი ჩაკვეტაძე: თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა

„თბილისში პირველად, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენებისთვის პრემია გაიცემა. პრემიის გაცემა მათი წარმატების გათვალისწინებით მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივით, სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებს მიეცემათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, მომავალში  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზონ,”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გამარჯვებულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს გადაეცემათ 1000-დან 7000 ლარამდე თანხა I, II, და III ადგილების შესაბამისად. მისივე თქმით, წლის დასაწყისში, აღნიშნული მიმართულებით თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, თუმცა წესში ასახვას საჭიროებდა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის