პოლიტიკა
„ერთ-ერთი ჩანაფიქრის მიხედვით, მათ უნდა გაანადგურონ რამდენიმე საკუთარი ლიდერი, მათ შორის, გრიგოლ ვაშ...

„ერთ-ერთი ჩანაფიქრის მიხედვით, მათ უნდა გაანადგურონ რამდენიმე საკუთარი ლიდერი, მათ შორის, გრიგოლ ვაშ...

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „ჩემს ხელთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები გროვდება... უკრაინაში მყოფ ჩემი ინფორმაციის წყაროებს ეჭვის ნატამალიც აღარ ეპარებათ, რომ შეიარაღებული ჯგუფი, რომ ელიც ქართველმა ძალოვნებმა რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს - უშუალოდ სააკოვის განკარგულებით იყო შემოგზავნილი. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ამათ გარდა, სხვა ჯგუფებმაც შემოაღწიეს და მათი მხრიდან მოსალოდნელია სერიოზული შეიარაღებული დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები! ერთ-ერთი ჩანაფიქრის მიხედვით, მათ უნდა გაანადგურონ რამდენიმე საკუთარი ლიდერი, მათ შორის, ნაცების მხრიდან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და ჩვეული რიტორიკით, მომხდარი საქართველოს ხელისუფლებას და ვიღაც "პრორუსულ ძალებს" გადააბრალონ. რასაც აქ ვწერ, ეს ჯერ ყველაფერი არ არის... მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს სომხეთში ტარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც სააკოვის გარემოცვიდან გამოჟონილ ინფორმაციებს ფლობენ, (ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ იგი ნამდვილად არსებობს!) - მაიდნის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ბანდები ანალოგიური დავალებით, შესაძლოა, სომხეთშიც იყვნენ შეგზავნილები! თუ დამატებით რაიმეს შევიტყობ, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებ. "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!" არ დავუშვათ საქართველოში ფაშიზმის აღორძინება!“, წერს ზაზა დავითაია.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის