პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: ამომრჩევლის ნების კონტროლის პრევენცია სუს-ის გაუქმებით უნდა მოხდეს

თინა ბოკუჩავა: ამომრჩევლის ნების კონტროლის პრევენცია სუს-ის გაუქმებით უნდა მოხდეს

როგორც პოლიტიკოსმა „აიპრესის“ კითხვის საპასუხოდ, როგორ წარმოუდგენია ამის პრევენცია იმ ვითარებაში, როცა ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი და რა გეგმა აქვთ ამ მიმართულებით, პასუხობს, რომ ეს სუს-ისა და პოლიტიკური პოლიციის გაუქმებით უნდა მოხდეს. „მნიშვნელოვანია, რომ სწორი შეფასებები მივცეთ ხელისუფლების ამ ქმედებებს საზოგადოების წარმომადგენლებმა იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს სამომავლოდაც, რომ ასეთი მოქმედებებით იმოქმედოს. მათ შორის იძალადოს მოსახლეობაზე. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციონერები არიან თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. იმიტომ, რომ ასეთი არაცივილიზებული ქმედებები დააზარალებს ქვეყანას. ამის პრევენცია უნდა მოხდეს ისე, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს. პოლიტიკური პოლიცია არ უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. პოლიციამ უნდა განახორციელოს თავისი კანონიერი უფლებამოსილებები და არა ის, რომ განახორციელოს ოპოზიციის დევნა და არცევნებში ჩართვა, რასაც კონკრეტულად სუს-ი აკეთებდა. ასე უნდა მოხდეს. ჩვენ ამის კონკრეტული გეგმაც გაგვაჩნია, რომელიც საზოგადოებას გავაცანით სხვა ნაბიჯებთან ერთად. როგორიცაა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, როგორიცაა გენერალური პროკურორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩევა, როგორიც არის გენერალური აუდიტორის ოპოზიციის მხრიდან დანიშვნა და მრავალი სხვა, რაც მოსპობდა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამით ხელი უნდა გაეხსნას ქვეყნის განვითარებას, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებს ხელისუფლება ამის გარეშე ვერ და არ შეძლებს, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ განავითაროს ეკონომიკა, დაკავებულია იმით თუ როგორ გაუზარდოს სუს-ს დაფინანსება, რომ მან უკეთ გააკონტროლოს ადამიანის არჩევანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “აიპრესთან” ინტერვიუში. სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის