სპორტი
ალეგრი: "მიზანს მივაღწიეთ!"

ალეგრი: "მიზანს მივაღწიეთ!"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "იანგ ბოიზთან" სენსაციურ მარცხზე ისაუბრა. "ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და მოვიგეთ ჯგუფი თუნდაც იმ საღამოს, რომელშიც ყველაფერი ცუდად წარიმართა. ძალიან ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან და მეტოქეს პენალტი ვაჩუქეთ, ასე, რომ საბოლოოდ, სრულიად დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. კარგად დავიწყეთ და არც გვიზარმაცია, უბრალოდ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ რაც მთავარია ჯგუფი მაინც მოვიგეთ და მადლობა ბიჭებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის შევხვდებით მერვედფინალში", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ. "ბებერი ქალბატონი" დღეს სტუმრად ჯგუფის აუტსაიდერ "იანგ ბოიზთან" 1:2 დამარცხდა, მაგრამ თავისი მატჩი წააგო "მანჩესტერ იუნაიტედმაც" (1:2 "ვალენსიასთან") და "იუვემ" ჯგუფი 12 ქულით მოიგო. ასევე იხილეთ: ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელთა ფასიც საგრძნობლად გაიზარდა "მას პატივს ვცემ, მაგრამ რეალის წარსულს ჩაბარდა", - რონალდუს რეალის ფეხბურთელმაც უპასუხა სარიმ მორატას შემცვლელი იპოვნა - შედგება ხმაურიანი ბარტერი?
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის