სპორტი
მოურინიო: "რატომ წავაგეთ ვალენსიასთან? - მიზეზი მარტივია"

მოურინიო: "რატომ წავაგეთ ვალენსიასთან? - მიზეზი მარტივია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ვალენსიასთან" წაგების მიზეზებზე ისაუბრა. წითელი ეშმაკები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ესპანურ კლუბთან 2:1 დამარცხდნენ, მაგრამ ჯგუფიდან მაინც გავიდნენ. "პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვთამაშობდით. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ მხოლოდ ეს, საკმარისი არ იყო. მეორე ტაიმში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გუნდი განსხვავებულად ითამაშებდა, თუმცა პირველივე წუთზე ავტოგოლი გავუშვით. რატომ წავაგეთ ვალენსიასთან? - მიზეზი მარტივია. ბურთის ფლობის მიუხედავად, მომენტები ვერ შევქმენით, იყო შეცდომები, რითიც მეტოქემ ისარგებლა", - აცხადებს მოურინიო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის