სპორტი
სოლარი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

სოლარი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ცსკა"-სთან 3:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა. "ვიცი, რომ გავრისკე და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. შედეგით ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვრ. შეგვეძლო, უკეთ გვეთამაშა, მაგრამ ბევრ კომპონენტში მეტოქე ჩვენზე ძლიერი გამოდგა. მეორე ტაიმი კი კატასტროფა იყო. შედეგი ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი მომავლისთვის ზრდისთვის დაგვეხმარება. დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები განვითარდებიან და სიტუაცია გამოსწორდება", - აცხადებს სოლარი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის