საზოგადოება
გაიზრდება თუ არა სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადი - „თბილისის მიკროავტობუსების“ განცხადება

გაიზრდება თუ არა სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადი - „თბილისის მიკროავტობუსების“ განცხადება

„თბილისის მიკროავტობუსები“ სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება:

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის