ეკონომიკა
vali.ge-ს ერთიან ბაზას „კრედტო ბანკის“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა 

vali.ge-ს ერთიან ბაზას „კრედტო ბანკის“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა 


პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო დაწესებულების მონაცემები დაემატა. ესენია: სს „კრედტო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ და შპს „ემ კოლექტორი“

ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 423 ათას 936 მსესხებლის, 813 ათას 827 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,275,651,430 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკი“

სს „სილქ როუდ ბანკი“

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

სს „იშბანკი საქართველო“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს „ბაზის ბანკი“

სს „ტერა ბანკი“

“სს „კრედტო ბანკი“

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“

შპს „ემ კოლექტორი“

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის