სპორტი
იდეალური ტრანსფერი - ლაზარე კუპატაძე საფრანგეთის ჩემპიონატში!

იდეალური ტრანსფერი - ლაზარე კუპატაძე საფრანგეთის ჩემპიონატში!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების წევრს ლაზარე კუპატაძეს "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა. ჩვენი ცნობით, ახალგაზრდა მეკარე ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონებთან არ გაახანგრძლივებს. GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, კუპატაძე მალე საფრანგეთის ჩემპიონატში, "მეცში" გადავა. ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ოფიციალურად არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ "მეცი" საფრანგეთის ლიგა 2-ში 41 ქულით პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ვიხილავთ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის