სპორტი
არსენალს 6 მოთამაშე დაუბრუნდა

არსენალს 6 მოთამაშე დაუბრუნდა

ლონდონის "არსენალის" ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. "ვესტ ჰემთან" ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრის წინ "მეთოფეებს" ერთბაშად რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დაუბრუნდათ, მათ შორის მესუთ იოზილი. 30 წლის გერმანელმა "Boxing Day-ზე" (26 დეკემბერი) მუხლის დაზიანება მიიღო და მას შემდეგ ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. თუმცა იოზილი ვარჯიშებს დაუბრუნდა და შაბათისთვის მზად იქნება. მესუთის გარდა "არსენალს" კიდევ 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა: ექტორ ბელერინი, ნაჩო მონრეალი, დინოს მავროპანოსი, შკორდან მუსტაფი და ლორან კოსელნი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის