სპორტი
სიტიმ მეტოქე 9:0 დაამარცხა, ჟესუსის პოკერი [VIDEO]

სიტიმ მეტოქე 9:0 დაამარცხა, ჟესუსის პოკერი [VIDEO]

ინგლისის თასის 1/2 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ბერტონი" მიიღო და მეტოქე 9:0 დაამარცხა. მე-5 წუთზე ანგარიში კევინ დე ბრუინმა გახსნა, რასაც 30-ე და 34-ე წუთებზე გაბრიელ ჟესუსის 2 გოლი მოჰყვა. 37-ე და 62-ე წუთებზე ზინჩენკომ და ფოდენმა გაიტანეს. გაბრიელ ჟესუსი დუბლს არ დასჯერდა და მე-2 ნახევარში კიდევ 2 გოლი გაიტნა. თითო-თითო გოლი მარეზმა და უოლკერმაც გაიტანეს. გაცნობებთ, რომ განმეორებითი მატჩი 23 იანვარს გაიმართება. მე-2 1/2 ფინალურ წყვილში "ტოტენჰემმა" "ჩელსი" 1:0 დაამარცხა. ლონდონური დერბის განმეორებითი შეხვედრა 24 იანვარს შედგება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის