სპორტი
გიორგი რეხვიაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

გიორგი რეხვიაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ცნობილია, რომ "ლევადიაკოსმა" რეხვიაშვილს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამ გუნდში მომავალი წლის ზაფხულამდე ითამაშებს. 14 ტურის შემდეგ, "ლევადიაკოსს" მხოლოდ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში, რეხვიაშვილი "საბურთალოსთან" ერთად ჩემპიონი გახდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის