სამართალი
პირი, რომელმაც მუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე იძალადა, დააკავეს

პირი, რომელმაც მუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე იძალადა, დააკავეს

30 დეკემბერს მუხიანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა-მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის