სპორტი
იტალიამ 6 ერისთვის შემადგენლობა დაასახელა

იტალიამ 6 ერისთვის შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქონორ ოშიმ, მოახლოებული 6 ერის გათამაშებისთვის 31-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. „აძურის“ რაზმში ერთი დებიუტანტია: „ძებრეს“ 25 წლის მეორეხაზელი დევიდ სისი, რომელიც გერმანიაშია დაბადებული, ხოლო 20-წლამდელთა დონეზე ინგლისის ნაკრებში უთამაშია. გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი სერჯო პარისე, რომელმაც ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა. კვაჭი ლეონარდო გირალდინი კი, უახლოეს მატჩში, საიუბილეო მე-100 კეპს მოიხვეჭს და არსებობის განმავლობაში მერვე, მოქმედ მოთამაშეთაგან კი, იტალიელთა მესამე ცენტურიონი გახდება. ტრავმირებულნი არიან: მატეო მინოცი, ჯეკ პოლედრი, მატია ბელინი,ორნელ გეგა, ფედერიკო ძანი, რენატო ჯიმარიოლი და მარსელო ვიოლი. ქონორ ოშის გუნდი 6 ერის პირველ ტურში, შოტლანდიის ნაკრებს „მარიფილდზე“ 2 თებერვალს ესტუმრება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის