სპორტი
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში! - ახალგაზრდა მეკარე კარიერას სარაგოსაში გააგრძელებს

კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში! - ახალგაზრდა მეკარე კარიერას სარაგოსაში გააგრძელებს

პაპუნაშვილის, აბურჯანიასა და ქოჩორაშვილის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. GOAL.GE-ს ინფორმაციით, ახალი წლიდან ქართველი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი "სარაგოსაში" იასპარეზებს. ახალგაზრდა კიპერი უკვე "სარაგოსაშია" და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ის "სიონში" თამაშობდა, თუმცა ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "სარაგოსაში" გიორგი პაპუნაშვილიც ირიცხება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის